რუსეთი COVID19-ზე დეზინფორმაციას ევროპაში ავრცელებს - ევროკავშირის დოკუმენტი

პუბლიკა

Reuters ევროკავშირის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დასავლეთში პანიკა დათესოს.

დოკუმენტის მიხედვით, რუსულმა მედიამ ყალბი ინფორმაციის გავრცელების კამპანია დაიწყო, რათა გააუარესოს კორონავირუსის გავლენები დასავლეთში და დათესოს პანიკა.

კრემლი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

ევროკავშირის დოკუმენტის მიხედვით, რუსული კამპანია ყალბ ამბებს ინტერნეტში ინგლისურ, ესპანურ, გარმანულ და ფრანგულ ენებზე ავრცელებს. ასევე ავრცელებს ურთიერთგამომრიცხავ და დამაბნეველ ინფორმაციას, რათა ევროკავშირს გაურთულოს პანდემიასთან გამკლავება.

ევროკავშირის შიდა დოკუმენტი, რომელიც Reuters-მა მოიპოვა 16 მარტით არის დათარიღებული. 9-გვერდიანი დოკუმენტი საგარეო მოქმედების სამსახურმა შეადგინა.