რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას ისტორიულ მინიმუმამდე უმცირებს. „გაზპრომი“ „ნორდ სტრიმის“ მილსადენს 10 დღით კეტავს, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ ეს ბევრად დიდხანს გაგრძელდება – ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკპაში საგანგებო ზომების მიღება იგეგმება, გეგმის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
„საქმე ძალიან სერიოზულადაა და კრიზისი შესაძლოა გაღრმავდეს. შესაძლოა, რუსეთმა გაზმომარაგება კიდევ შეამციროს“, – განაცხადა ევროკომისარმა კადრი სიმსონმა.
BBC-ის ცნობით, სამი წლის წინ, „გაზპრომი“ ევროპას დღიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. მიმდინარე წლის მაისში ეს ოდენობა 250 მილიონამდე შემცირდა. ივლისის დასაწყისში დღიურმა რაოდენობამ 140 მილიონი კუბომეტრი შეადგინა, „თურქიშ სტრიმის“ ექსპორტი კი 100 მილიონ კუბომეტრამდე დაეცა.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაზის მიწოდების შემდგომი შეფერხებისთვის და თუნდაც რუსეთის მიერ სრული გაჩერებისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში.
მისივე თქმით, საერთო გეგმის გარეშე ევროკავშირი კრიზისისგან ვერ დაიცავს 27 წევრის 450 მილიონ მოქალაქეს და მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკას.
„მარტო მოქმედების დრო დასრულდა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება ინფორმაცია ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესახებ.