რუსეთი კიევისგან მარიუპოლის დანებებაზე პასუხს დილის 5 საათამდე ელოდება – RIA

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვს, კიევისგან დილის 5 საათამდე მიიღონ წერილობითი პასუხი მარიუპოლის დანებების მოთხოვნაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.

თავდაცვის უწყების განცხადებით, დილის 10-დან 12 საათამდე აქვთ შეთავაზება, რომ ქალაქიდან გავიდნენ უკრაინელი სამხედროები და უცხოელი დაქირავებულები იარაღის გარეშე (ამ შემთხვევაში მათ ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია).

სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობით, რუსი სამხედროები დამატებით მიმართავენ მარიუპოლის ადგილობრივ ხელისუფლებას: „ახლა თქვენ გაქვთ ისტორიული არჩევანის უფლება – ან ხალხთან ხართ, ან „ბანდიტებთან”, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც გელოდებათ, მხოლოდ ცოტაა იმასთან შედარებით, რაც უკვე დაიმსახურეთ”.