„რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და რა თქმა უნდა, საქართველოში“ - კრამონი

პუბლიკა

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელშ ეხმაურება.

კრამონი წერს, რომ „ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცებთ”.

„რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს აქვს რუსული ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება, რათა იცოდეს, რომ მჩაგვრელის დამშვიდება არასოდეს მუშაობს. ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ. ვუსამძიმრებ რუსეთის კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“, – წერს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.