რუსეთი მოლაპარაკებების გამართავს ცხინვალთან სამხედრო ბაზისთვის მიწის გადაცემაზე

პუბლიკა

რუსეთს, ოკუპირებულ ცხინვალში, შესაძლოა მიწის ნაკვეთი გადაეცეს სამხედრო ბაზისთვის.

რუსეთის მთავრობა დათანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დეპარტამენტს შორის „მიწის ნაკვეთის ერთობლივი რუსული სამხედრო ბაზის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე“.

ბრძანებას ხელს რუსეთის პრემიერი, მიხეილ მიშუსტინი აწერს.

რუსული მედია წერს, რომ ეს იქნება მე-4 სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.