რუსეთი ოდესას დაესხა თავს - დაღუპულია 7 ადამიანი

პუბლიკა

9 ოქტომბერს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს, დილით კლინიკაში დაიღუპა მძიმედ დაჭრილი მოქალაქე. 46 წლის კაცი პორტის თანამშრომელი იყო.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიჭრა 10 ადამიანი. დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი.