რუსეთი ოდესის დასაბომბად ემზადება - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ოკუპანტი რუსეთი ოდესის დაბომბვისთვის ემზადება. მისივე თქმით, რუსეთს უკრაინაში ომის წესების დარღვევით ბრძოლა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

„ოდესის დასაბომბად ემზადებიან. ოდესა! რუსები ყოველთვის მოდიოდნენ ოდესაში. ოდესაში ყოველთვის მხოლოდ სითბოს გრძნობდნენ. მხოლოდ გულწრფელობას. და ახლა რა? ბომბები ოდესის წინააღმდეგ? არტილერია ოდესის წინააღმდეგ? რაკეტები ოდესის წინააღმდეგ? ეს იქნება ომის დანაშაული. ეს იქნება ისტორიული დანაშაული“, – ამბობს ზელენსკი.