დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საბჭოთა დროინდელ ბირთვულ რაკეტებს იყენებს, რომლებსაც ბირთვულ ქობინებს აცლიან და მხოლოდ ცარიელ რაკეტებს მიმართავენ სამიზნის წინააღმდეგ.
„ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტოებზე ჩანს AS-15 KENT-ის (KH-55) ტიპის ფრთოსანი რაკეტის ნამსხვრევები, რომლებსაც ავიაცია იყენებს და ბირთვული ქობინი უნდა ეტარებინა. ის 80-იან წლებში ექკლუზიურად ბირთვული იარაღისთვის იყო შექმნილი, თუმცა ბირთვული ქობინი შეცვლილია“, – წერს ბრიტანული დაზვერვა.
ბრიტანული უწყების ინფორმაციით, ფრთოსან რაკეტას კინეტიკური ენერგიისა და დაუხარჯავი საწვავის მეშვეობით გარკვეული ზიანი მაინც მოაქვს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეფექტიანი იყოს.
„როგორც ჩანს, რუსეთში იმედოვნებენ, რომ ასეთი რაკეტები სატყუარას ფუნქციას შეასრულებენ და ხელს შეუშლიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. თუმცა რაც არ უნდა იყოს რუსეთის განზრახვა, ასეთი იმპროვიზაცია ხაზს უსვამს, რომ მას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგი ეწურება“, – წერს ბრიტანული დაზვერვა.