რუსეთი „შვილის არყოლის პროპაგანდის" აკრძალვას გეგმავს

პუბლიკა

კრემლი აპირებს, რომ ფილებში, რეკლამებსა თუ სალიტერატურო ტექსტებში აკრძალოს იმ ოჯახების გამოჩენა, რომელთაც შვილები არ ჰყავთ, რათა რუსეთის მოქალაქეებს მეტი ბავშვის გაჩენისკენ უბიძგოს.

როგორც Telegraph წერს, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს „შვილის არყოლის პროპაგანდას“. კენჭისყრამდე პალატის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, მათ მოუწოდა, რომ „პატრიოტული მოვალეობა” შეესრულებინათ.

„ბავშვების გარეშე ქვეყანა არ იარსებებს”, – განაცხადა მან.

ახალი კანონის თანახმად, პირებს, რომლებიც დამნაშავედ იქნებიან ცნობილი „შვილის არყოლის პროპაგანდის“ გავრცელებაში, დაეკისრებათ 400 000 რუბლამდე ჯარიმა, ხოლო ორგანიზაციებს — 5 მილიონი რუბლი.