რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს - ლავროვი

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. ამის შესახებ BBC წერს.

ტელეარხ India Today-სთან ინტერვიუში სერგეი ლავროვი ამ საკითხზე საუბრისას ჟურნალისტს პასუხობს: „მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღი“.

როგორც BBC წერს, ომის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება რუსეთის ატომური ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ. რუსეთის მთავრობაში არა ერთმა მაღალჩინოსანმა მიანიშნა, რომ ქვეყანა მზად იქნება გამოიყენოს ბირთვული იარაღი გარკვეულ გარემოებებში.