რუსეთი უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას მოითხოვს. ამის შესახებ პროკრემლისტური რუსული მედიაგამოცემა TASS რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილზე დაყრდნობით წერს.
„სასურსათო პრობლემის მოგვარება ერთიან მიდგომას მოითხოვს, მათ შორის, რუსეთისთვის ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე სანქციების მოხსნას“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.
ასევე, როგორც რუსული გამოცემა წერს, მოსკოვში მოითხოვენ, რომ უკრაინამ განაღმოს შავი ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ომის საწყის ეტაპზე თავად დანაღმეს.