„რუსეთის 16 480 მოქალაქეს აქვს ბინადრობის მოწმობა“ - ენმ შეზღუდვების შემოღებას ითხოვს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი რუსეთის მოქალაქეების ბინადრომის მოწმობისა და საქართველოში მათ მიერ შეძენილი ქონების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს და ხელისუფლებას სთავაზობს, რუსეთის მოქალაქეების შესახებ შეზღუდვები აამოქმედოს.

რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ვარკეთილის ან გლდანის ერთი მიკრორაიონი შეიძინეს მხოლოდ უკანასკნელ 6 თვეში. ამავე პერიოდში 6 000-ზე მეტი ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და ეს ყველაფერი არის დიდი საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში“,

მისივე თქმით, უნდა დაწესდეს შეზღუდვები უძრავი ქონების შეძანასთან დაკავშირებით, განისაზღვროს ტურისტების ყოფნის ვადები, მაგალითად, ერთი თვით და საზღვარზე გაჩნდეს პუნქტი, სადაც შემოსული ტურისტი დაადასტურებს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ  იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლებისთვის გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც უკავშირდება ტურისტების მხოლოდ 1 თვით შემოშვებას, შეზღუდვებს უძრავი ქონების ყიდვაზე, მათი სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას და ასევე საზღვარზე გაჩნდეს ერთი პუნქტი და თუ ტურისტი, სტუმარი მოდის კეთილი ზრახვებით და უნდა როგორც სტუმარი, ისე იყო საქართველოში, კეთილ ინებოს და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განნაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.