რუსეთის აგრესიამ უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი შეიწირა - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მებრძოლი 3 ქართველის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება.

სამწუხაროდ, ომი გრძელდება და მსხვერპლი იზრდება.

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა…

ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას”, – წერს ის facebook-ზე.