რუსეთის ცნობით, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე მოსკოვთან ახლოს

პუბლიკა

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ დროებით იერიში მიიტანა ელექტროსადგურებზე, რომლებიც მოსკოვიდან 2 საათის სავალზეა განთავსებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ Telegram-ზე გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 158 უკრაინული თვითმფრინავი რუსეთის 15 რეგიონში, მათ შორის ცხრა – რუსეთის დედაქალაქსა და მის რეგიონში.

რუსეთის ოფიციალური პირების თქმით, კონაკოვოს ელექტროსადგური და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები იყვნენ.

Reuters-ის ცნობით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობონიანმა განაცხადა, რომ უკრაინელების მხრიდან დრონებით თავდასხმამ ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.

უკრაინის თავდასხმა რუსეთზე მოჰყვა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასობრივ საჰაერო შეტევას გასულ კვირას – ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 160-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა, 780 მართვადი ბომბი და 400 დრონი უკრაინის წინააღმდეგ.