რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუჰანსკის, ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას

პუბლიკა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუჰანსკის, ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების პროექტს. სეპარატისტული, ე.წ. სახელმწიფოების აღიარების შესახებ რეზოლუცია დუმაში ჯერ კომუნისტურმა პარტიამ წარადგინა, მოგვიანებით კი მმართველმა პარტიამ „ეძინაია რასიამ“.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, დოკუმენტი გადაეგზავნება სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს და თუკი რუსეთის პრეზიდენტი დაამტკიცებს, რუსეთი სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

„მიგვაჩნია, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება მყარ საფუძველს შექმნის ამ რესპუბლიკებში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის გარე საფრთხეებისგან, ასევე გააძლიერებს საერთაშორისო მშვიდობას და რეგიონულ სტაბილურობას“, – განაცხადა ვოლოდინმა