რუსეთში მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონი, რომელიც ,,უცხოეთის აგენტებს” არჩევნებში კენჭისყრას უკრძალავს.
კანონით ,,უცხოეთის აგენტებს” ეკრძალებათ კენჭისყრა როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზეც.
,,უცხოეთის აგენტები“ და „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ რეესტრში შემავალი პირები, ასევე, კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ვერ შეძლებენ იყვნენ არჩევნებზე დამკვირვებლები, კანდიდატების და საარჩევნო გაერთიანებების ნდობით აღჭურვილი პირები, ან მათი წარმომადგენლები.
კანონის მიხედვით ,,კანდიდატს საბუთების წარდგენის მომენტში შეწყვეტილი უნდა ჰქონდეს უცხოეთის აგენტის სტატუსი”.
ასევე, თუ კანონის ამოქმედების მომენტში დეპუტატს უკვე აქვს ,,უცხოეთს აგენტის” სტატუსი, მას მანდატი შეუჩერდება.