რუსეთის ელჩს პოლონეთში აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს

პუბლიკა

რუსეთის ელჩს პოლონეთში სერგეი ანდრეევს ვარშავაში აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს. რუსეთის ელჩი პოლონეთში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან მისვლას ცდილობდა. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, რუსეთის ელჩი პოლონეთში და საელჩოს სხვა დიპლომატები პოლიციამ გაიყვანა ტერიტორიიდან.