რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში თავდამსხმელებმა 9 ადამიანი დახოცა - ადგილობრივი მედია

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, რუსეთში, ქალაქ ყაზანის ერთ-ერთ სკოლაში სულ მცირე 9 ადამიანი მოკლეს, მათგან 8 ბავშვია. მოკლულია მასწავლებელიც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სკოლაში ორი შეიარაღებული ბიჭი შეიჭრა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დააკავეს 17 წლისაა. ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ეწია მეორე თავდამსხმელს.

ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები მაღალი სართულის ფანჯრებიდან თავის გადასარჩენად.