რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური გამოდის ინიციატივით, რომ ნება მიეცეს 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების იმპორტზე. ასევე, ნებართვა შესაძლოა მიიღოს ერთმა აზერბაიჯანულმა კომპანიამაც – ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო Tass ავრცელებს.
როგორც ფედერალურ სამსახურში განმარტეს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 5 მარტს რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის დირექტორი სერგეი დანკვერტი შეხვდა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ზურაბ ჩეკურაშვილსა და აზერბაიჯანის სურსათის სააგენტოს თავმჯდომარეს.
რუსული სამთავრობო მედია აღნიშნავს, რომ პროდუქტების მიწოდება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებისგან დასტური იქნება.
აღსანიშნავია, რომ უკკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები რუსეთს ტოვებენ.