რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჟირინოვსკი ცოცხალია

პუბლიკა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მცდარია, პოლიტიკოსი ცოცხალია და მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

„ვლადიმერ ჟირინოვსკის მდგომარეობა სტაბილურადაა შეფასებული. შექმნილ სიტუაციაში ექიმები აგრძელებენ ყველა შესაძლო სამედიცინო დახმარების მიწოდებას მისთვის“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ მისმა თანაპარტიელმა ალექსანდრე პრანიუშკინმა განაცხადა. ინფორმაცია გავრცელდა რუსულ მედიაშიც, თუმცა მოგვიანებით ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ცნობები უარყო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმაც. მისი თქმით, ჟირინოვსკის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.