რუსეთის ჯარმა დარტყმა განახორციელა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც სამშვიდობო მოსახლეობაა - უკრაინის ელჩი

პუბლიკა

„რუსეთის ჯარმა თავისი დარტყმა განახორციელა იმ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით, სადაც სამშვიდობო მოსახლეობა ცხოვრობს. ეს არის საცხოვრებელი უბანი, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. იქ არ არის სამხედრო ობიექტები ან სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სახლები“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრძოლები მიმდინარეობს კიევის მახლობლად. აგრესორი ცდილობს, შემოვიდეს კიევში ბელარუსის მხრიდან, სადაც ჩერნობილის ობიექტი მდებარეობს. არის აგრესორის მცდელობები, რომ გადმოსვას საჰაერო დესანტი კიევის მეორე სანაპიროზე, ანუ დნეპრის სანაპიროზე, რომელიც კიევს ორ ნაწილად ყოფს. ქალაქ კიევის მერმა დღეს კიევის მოსახლეობას მიმართა და დანაკარგების შესახებ შეატყობინა. ჩვენ გვყავს 35 დაჭრილი, მათ შორის 2 ბავშვი“, – განაცხადა ელჩმა.