რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აპარატის თანამშრომელს COVID-19 დაუგინდა – ამის შესახებ „მედუზას“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა უამბო. ეს ეჭვი „მედუზასთან“ ხელისუფლებაში მყოფმა წყარომაც დაადასტურა.
დადებითი პასუხი ტესტზე 25 მარტს მოვიდა, ავადმყოფს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს, თუმცა 26 მარტიდან სამსახურში აღარ დადის.
„მედუზას“ სამთავრობო წყარო ამტკიცებს, რომ ზუსტი დიაგნოზი ერთი ტესტირებით არ შეიძლება დაისვას. „ეს მხოლოდ ეჭვია“.
Worldometers-ის ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის 840 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 3 პირი და 38 პაციენტია გამოჯანმრთელებული.