რუსეთის ხელმძღვანელობის პასუხისგებისთვის სპეციალური ტრიბუნალი გვჭირდება - კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის ხელმძღვნელობის პასუხისგებაში მისაცემად სპეციალური ტრიბუნალის შექმნაა საჭირო. მან განცხადება ტვიტერში გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიული დანაშაულებისთვის, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცეს. გუშინ ვილნიუსში ამ საკითხზე პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ვისაუბრე. მადლობელი ვარ ორგანიზატორების და ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მხარი დავუჭიროთ ტრიბუნალის შექმნას“, – წერს კულება.