რუსეთის მარეგულირებელმა მედიაორგანიზაციები „დოჟდ“ და „ეხო მასკვი“ გააფრთხილა

პუბლიკა

რუსეთის „კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა“ 10 ადგილობრივი მედიაორგანიზაცია  ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მათ შორის არიან დამოუკიდებელი ტელეარხები – „დოჟდ“ და „ეხო მასკვი“

როგორც საერთაშორისო მედია წერს, მარეგულირებელმა მოუწოდა მედიასაშულებებს, წაეშალათ რუსეთისთვის შეუარცხმყოფელი ინფორმაცია ვებგვერდებიდან ან შეეზღუდებათ წვდომა თავიანთ ვებგვერდებსა და სხვა მედიარესურსებზე.

საერთაშორისო მედიის ცნობით, მარეგულირებელმა მოუწოდა მედიებს, წაშალონ ისეთი ცნობები, რომლებიც აღწერს მოსკოვის თავდასხმას უკრაინაზე; ინფორმაცია სადაც გამოყენებულია ტერმინები – „ რუსეთის თავდასხმა, შეჭრა, ომის გამოცხადება“.