რუსეთის ძალებმა უკრაინაში, სუმის ოლქში დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ამ თავდასხმის პარალელურად, რუსეთმა და უკრაინამ 2022 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართეს. თუმცა ის ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა და მხარეები მხოლოდ ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდენენ.
BBC-ის ცნობით, რუსეთის წარმომადგენელმა ვლადიმირ მედინსკიმ თქვა, რომ უკრაინულმა მხარემ პუტინსა და ზელენსკის შორის პირდაპირი შეხვედრა მოითხოვა.
რუსეთის მხრიდან შეხვედრას ვლადიმირ მედინსკი ესწრებოდა – მედინსკი შეხვდა აშშ-ის წარმომადგენელ მაიკლ ენტონისაც, აშშ-ის პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორს.
თურქეთში რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო იგორ კოსტიუკოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (გრუ-ს) ხელმძღვანელი. გრუ ბოლო წლებში მოსკოვის ყველაზე ცნობილი საიდუმლო ოპერაციის უკან იდგა. ასევე, შეხვედრაზე რუსეთს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი,
რუსეთმა მოლაპარაკებებზე არ გაგზავნა თავისი 2 ტოპ დიპლომატი: იური უშაკოვი და სერგეი ლავროვი. ორივე მათგანი მონაწილეობდა საუდის არაბეთში, აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში.
უკრაინის დელეგაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა. უკრაინის დელეგაციაში ასევე იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ მალიუკი.