რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

25 აპრილის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც, პავლოგრადში დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა – 10. დაღუპულთა შორის არის 1 ბავშვი.

ინფორმაციას რუსული თავდასხმის შესახებ Telegram-ზე ავრცელებენ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს თავმჯდომარე.

დაშავებულთა შესახებ ისინი წერენ, რომ ექვსი დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენები საშუალო სიმძიმის დაზიანებებით.