რუსეთის მიმართ სანქციებს ვამკაცრებთ - შარლ მიშელი

პუბლიკა

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს ამკაცრებს. ამის შესახებ შარლ მიშელმა twitter-ზე დაწერა.

შარლ მიშელის თქმით, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს და მიზანი კრემლზე მაქსიმალური ზეწოლის შენარჩუნებაა.

„ვფიქრობ, ზომების მიღება, ადრე თუ გვიან, რუსეთის ნავთობსა და თუნდაც გაზზეც იქნება საჭირო“, – აცხადებს შარლ მიშელი.