რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, ღია ევრაზია ააშენოს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.
„ვლადიმირ პუტინმა მტკიცედ დაისახა მიზნად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ეს რთული ამოცანები მხოლოდ ბრძოლის ველზე არ გადაწყდება. უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა უმთავრესი მიზანია. მიზანია თავად უკრაინელების მომავალი თაობების სიმშვიდისთვის და საბოლოოდ უნდა ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“, – დაწერა მედვედევმა Telegram არხზე.