რუსეთის პატრიარქი კირილი საშობაოდ 36-საათიანი ზავის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა

პუბლიკა

რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, საშობაოდ მხოლოდ 36-საათიანი ზავის მოწოდებით გამოვიდა.

„მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს“, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ათის თვე გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსეთის ომს უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ასობით ბავშვი, ათიათასობით სამხედრო ემსხვერპლა. რუსეთის პატრიარქს მკაფიოდ არასოდეს დაუგმია კრემლის პოლიტიკა და ომი უკრაინაში.