რუსეთის პატრიარქის თქმით, დონბასში ომი იმის გამოა, რომ იქ ხალხს გეიაღლუმის გამართვა არ სურს

პუბლიკა

რუსეთის პატრიარქის, კირილის განცხადებით, უკრაინაში დღევანდელი ვითარება იმის გამო შეიქმნა, რომ რვა წელია, გარკვეული ძალები ცდილობენ დონბასში არსებული საზოგადოებისა და მისი ღირებულებების განადგურებას. მსოფლიო ძალები სამომხმარებლო და „თავისუფალ“ საზოგადოებას თავს ახვევენ თავიანთ ღირებულებებს.

კირილის თქმით კი, დონბასში ხალხი ამ „შემოთავაზებულ ე.წ. ღირებულებებს ფუნდამენტურად უარყოფს“, მათ შორის, შემოთავაზებულ „გეიაღლუმის ტესტს“, რადგან მოითხოვენ დონბასელი ხალხისგან, რომ მათ გამართონ გეიაღლუმი.

„იცით, რა არის ეს ტესტი? ეს არის მარტივი და თან ამავდროულად საშინელი ტესტი – გეიაღლუმი. მოითხოვენ ხალხისგან, რომ გამართონ გეიაღლუმი“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.