რუსეთის პატრიარქმა ილია II ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენია

პუბლიკა

რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის გაგზავნილ ოფიციალურ სამძიმრის წერილში ილია მეორეს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს“, – ასე მიმართავს ილია მეორეს რუსეთის პატრიარქი. 

რუსეთის პატრიარქის მხრიდან საქართველოს პატრიარქის ტიტულატურის შეკვეცის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს საპატრიარქოს.

„პუბლიკამ“ ამ საკითხზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს შეკითხვით მიმართა, თუმცა მისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

სამძიმრის წერილი ეხება 30 ივლისს, მარტყოფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის, დამიანეს (ხუფენია) გარდაიცვალებას.