რუსეთის პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან

პუბლიკა

კორონავირუსის გამო რუსეთის პატრიარქმა კირილემ მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან – ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“ ავრცელებს.

„ღირსი მარიამ ეგვიპტელის საოცარი, წმინდა მაგალითი რომ არა, მე ამას არასოდეს ვიტყოდი“, – თქვა პატრიარქმა მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ქადაგებისას.

მისივე თქმით, მარიამ ეგვიპტელის მაგალითი ამტკიცებს, რომ ტაძარში მისვლის გარეშეც შესაძლებელია გადარჩენა.

თუმცა რუსეთში ეკლესიები ამ დრომდე ღია რჩება. სასულიერო პირთა ნაწილი არ ემხრობა მრევლისთვის შეზღუდვების დაწესებას.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 1 534 შემთხვევა დადასტურდა; გარდაცვლილია 8 ადამიანი.