რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა მიხეილ მიშუსტინის მთავრობის თავჯდომარედ დანიშვნის ბრძანებულებას. უახლოეს მომავალში მიშუსტინი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს.
რუსეთის დუმაში მიშუსტინის კანდიდატურას 383 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 41-მა კი თავი შეიკავა. მისი კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
15 იანვარს რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით ვლადიმერ პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებიდან რამდენიმე საათში გადადგა. აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნა მიღებული.