რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ჰელსინკის კომისია „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა.
განცხადების მიხედვით, მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაციამ თავის გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი თხოვნა, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ATACAMS-ის სარაკეტო სისტემებით დარტყმების ნებართვა მიეცა.
„[ჰელსინკის კომისიის] საქმიანობა მიმართულია რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ, ამ ორგანიზაციის წევრები მასობრივად ავრცელებენ მასალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.