რუსეთის ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობის საცავში ხანძარია.
TASS-ის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
მათი ცნობით, ნავთობსადენების კომპანია Transneft-ის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე მოსკოვის დროით დილის 2 საათზე გაჩნდა. ქალაქის ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გამოძიების ბრძანება გასცა.
გამოცემა წერს. რომ ჯერჯერობით არ არსებობს რამე ნიშანი, რომ შემთხვევა უკრაინაში ომს უკავშირდება, მათივე თქმით, უკრაინის ოფიციალური პირები ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.