რუსეთის ქალაქ კურსკზე თავდასხმა იყო - დაღუპულია ერთი ადამიანი

პუბლიკა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კურსკში, ჟელეზნოდოროჟნის რაიონში მრავალსართულიან შენობაზე დარტყმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.

ადგილობრივი Telegram-არხები იუწყებოდნენ, რომ გარდაცვლილი ადგილობრივი საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო.

რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხინშტეინმა თქვა, რომ მრავალსართულიანი შენობის ზედა ოთხ სართულზე ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ბინა დაზიანდა. მისი თქმით, თავდასხმამ ასევე დააზიანა მეზობელი შენობის ფასადი და ჩაამსხვრია ფანჯრები, ასევე დააზიანა სკოლა, საბავშვო ბაღი და ბავშვთა კლინიკა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული თავდასხმის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკრაინას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.