რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები აქციებს მართავენ, ისინი რუსი პოლიტიკოსის დაკავებას აპროტესტებენ. გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს, სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ОВД-Инфо”-ს ცნობით, მხოლოდ მოსკოვში უკვე დააკავეს 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც.
ტელეკომპანია Дождь-ის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში უკვე გამოჩნდა სპეცტექნიკა. ამავე არხის ცნობით, აქციებზე ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 863 ადამიანი დააკავეს.