რუსეთის საარტილერიო თავდასხმის შედეგად ხარკოვში 5 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული  საარტილერიო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.  ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავებულია შვიდი ადამიანი.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, რაც ნიშნავს, რომ დაშავებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.