რუსეთის საგარეოს ცნობით, ლავროვსა და რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის.

განცხადების მიხედვით, „რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით“ მხარეებს შორის გაგრძელდა პროდუქტიული მოსაზრებების გაცვლა.

რუსული მხარე ამბობს, რომ ძირითადი ყურადღება დაეთმო „უკრაინის კრიზისის თემას“. რუსეთის საგარეოს ცნობითვე, პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის 25 აპრილს გამართული საუბრის შემდეგ, ლავროვმა და რუბიომ ხაზი გაუსვეს „მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები  გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“.


პუტინი და უიტკოფი პარასკევს კრემლში კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. კრემლის პრესსპიკერ პესკოვის განცხადებით, პუტინმა სტივ უიტკოფს უთხრა, რომ მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე წარმართოს.