რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 137 ადამიანი - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შედეგად 137 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 316 დაშავდა. ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მტერისთვის ის არის სამიზნე N1, ხოლო მისი ოჯახი – სამიზნე N2. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის რჩება დედაქალაქში.

„მე დედაქალაქში ვრჩები ჩემს ხალხთან ერთად. ჩემი ოჯახიც უკრაინაშია. არის ინფორმაცია, რომ მტერმა მე მომნიშნა, როგორც სამიზნე N1 და ჩემი ოჯახი – სამიზნე N2“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.