შეიარაღებულმა პირებმა შაბათს, 15 ოქტომბერს უკრაინის მახლობლად მდებარე რუსეთის სამხედრო პოლიგონზე 11 ადამიანი მოკლეს. დაშავებულია 15 პირი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Ria-ს ცნობით, იარაღის საწვრთნელი სესიის დროს ორმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა მოხალისეების ჯგუფს, რომელსაც უკრაინაში უნდა ებრძოლა.
თავდამსხმელები იყვნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მაგრამ დამატებითი დეტალები არ დაუკონრეტებია. თავდამსხმელები ბელგოროდის რაიონში მოკლეს.
„იარაღით წვრთნების დროს, რომელიც იმ პირებისთვის იმართებოდა, რომლებმაც ნებაყოფლობით გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ სპეცოპერაციაში [უკრაინის წინააღმდეგ], ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქვედანაყოფის პერსონალს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თუმცა დღეს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სამი ადამიანი დაშავდა ბელგოროდზე სარაკეტო თავდასხმის დროს. ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო გვიჩვენებს, რომ ორი რაკეტა ეჯახება ბელგოროდის აეროპორტის მიდამოებს, რასაც მოჰყვა მასიური აფეთქებები.