დღეს რუსეთმა ხერსონი დაბომბა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მტერმა ქალაქში საცხოვრებელი კვარტლები დაბომბა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა.დაშავდა 9 ადამიანი.
სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები. დაშავებულთა შორის სამედიცინო პერსონალია.
ხერსონი ერთადერთი რეგიონული ცენტრი იყო, რომელიც რუსეთის ძალებმა უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ დაიკავეს. უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე ქალაქ ხერსონის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი დაიკავეს. რეგიონული ცენტრი 11 ნოემბერს გათავისუფლდა. 9 ნოემბერს რუსეთის სამხედრო მეთაურობამ მიიღო გადაწყვეტილება ხერსონიდან რუსეთის ძალების დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანის შესახებ. ხერსონიდან რუსი სამხედროების გაყვანა 11 ნოემბერს დასრულდა. მოსკოვის განცხადებით, ხერსონიდან 30 000 რუსი ჯარისკაცია გაყვანილი.