რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი აფხაზეთში არ განიხილება - შამბა

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს, – ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა რესპუბლიკაში არ გვაქვს“, – განაცხადა კვარჩიამ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა ასევე დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ და მანაც აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ასეთი განწყობა არ არის.

„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობით ნებადართული არაა, საზოგადოებაშიც ასეთი განწყობა არ არის. ჩვენ დამოუკიდებლობისთვის მაღალი საფასური გადავიხადეთ. ეს არის შედეგი ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანძგრძლივი ბრძოლის, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს წრეებში – პოლიტიკურსა და საზოგადოებრივში არ განიხილება“, – აცხადებს შამბა.


გუშინ, 30 მარტს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია.