რუსეთის თავდაცვა აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების გასვლა უკრაინელი სამხედროების ჩაბარების სანაცვლოდ მოხდება

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მზად არიან, მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მისცენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან.

„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება უკრაინული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვის შემთხვევაში, თუ ასეთი ნიშნები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის რომელიმე ნაწილში დაფიქსირდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გასასვლელს“, – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.

მათი მტკიცებით, უკრაინის მოქალაქეებს უკრაინის ან რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე გაიყვანენ, ხოლო ჯარისკაცებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ.

21 აპრილის მონაცემით, აზოვსტალში 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედროა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის დილის განცხადებით, 22 აპრილს უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები ვერ გაიხსნება.