რუსეთის თავდაცვის მინისტრი სომხეთში ჩავიდა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პუბლიკა

სომხეთში რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩავიდნენ. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მოლაპარაკებები შეეხება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას.

სომხური მედიის ცნობით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა რუსეთს ომის დროს მხარდაჭერისთვის.

„მინდა აღვნიშნო, რომ ომის დროს ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით რუსეთის ფედერაციის, რუსეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, თქვენს პირად მხარდაჭერას“, – უთხრა ფაშინიანმა სერგეი შოიგუს.

ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და რუსეთი გააღრმავებენ ურთერთთანამშრომლობას, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ ნაწილში.