TASS: რუსეთი ავარიების შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოსა და აზერბაიჯანს სთხოვს

პუბლიკა

რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ რუსეთმა აზერბაიჯანსა და საქართველოს სთხოვა, საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიის მთლიანი 600 მეგავატი ოდენობით იმპორტის შესაძლებლობა მისცეს.

TASS-ის ცნობით, ჟურნალისტებს ეს Inter RAO-ს წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსულ სატარიფო კონფერენციაზე უთხრა.

„დიახ, ჩვენ ორ ქვეყანას, აზერბაიჯანსა და საქართველოს მივმართეთ ელექტრო ენერგიის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ განვიხილავთ იმპორტის შესაძლებლობას და ვითხოვეთ, ორი მეზობელი ენერგეტიკული სისტემიდან, ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგია მოგვაწოდონ”, – თქვა ალექსანდრა პანინამ.

მისივე თქმით, არც ერთი ქვეყნიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„რუსეთის ფედერაცია შეეცდება, თავი ელექტროენერგიის იმპორტის გარეშე გაიტანოს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლოა, მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებს მიმართოს”, – თქვა პანინამ.