რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს პერსონალური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სანქციები დაუწესდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორს უილიამ ბერნსს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის პასუხი იმ „რუსოფობიური კურსისა“ რომელიც აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაციის მიერ არის გატარებული. მათივე განცხადებით, რუსეთი არ ამბობს უარს ზემოაღნიშნულ პირებთან შეინარჩუნოს ოფიციალური ურიერთობები.