Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი მომავალი კვირიდან Covid-19-ის სამკურნალოდ დამტკიცებულ წამალს პაციენტებს მომავალი კვირიდან მიაწვდის.
რუსული საავადმყოფოები „ავიფავირის” სახელით დარეგისტრირებულ წამალს პაციენტებს 11 ივნისიდან მიაწვდიან. RDIF-ის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა Reuters-ს განუცხადა, რომ წამლის წარმოების უკან მდგარი კომპანია თვეში 60 000 პაციენტისთვის სამყოფ რაოდენობას აწარმოებს.
„ავიფავირი”, რომელიც ყველასთვის „ფავიპირავირის” სახელით არის ცნობილი, პირველად 1990-იან წლებში შექმნეს იაპონურ კომპანიაში, რომელიც შემდგომ „Fujifilm”-მა შეიძინა.
RDIF-მა Reuters-ს განუცხადა, რომ რუსმა მეცნიერებმა წამალი მოდიფიკაციის გზით გააუმჯობესეს. მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი წამლის მოდიფიკაციის პროცესის დეტალებს მომავალი ორი კვირის განმავლობაში გაახმაურებს.
იაპონიაში დღემდე მიმდინარეობს ამ მედიკამენტზე ცდები, რომელიც „ავიგანის” სახელით არის რეგისტრირებული, თუმცა გამოყენებისთვის წამლის ოფიციალური დამტკიცება ჯერ არ მომხდარა.
„ავიფავირი” რუსეთის ხელისუფლების მიერ დამტკიცებული მედიკამენტების სიაში 30 მაისს შეიტანეს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არსებულ მდგომარეობას არსებითად შეცვლის. ეს შეამსუბუქებს ჯანდაცვის სისტემაზე არსებულ ტვირთს, ნაკლები ადამიანს განუვითარდება ვირუსის კრიტიკული ფორმები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს მედიკამენტი გასაღებია რუსეთში სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებისთვის”, – განაცხადა დიმიტრიევმა.