რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა, სანქციებზე საპასუხოდ ევროკავშირის ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა.
„შეზღუდვები ვრცელდება ევროპული კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელებზე, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარზე და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. შეზღუდვები ვრცელდება ევროპარლამენტის დეპუტატთა თითქმის, უმრავლესობაზე, რომლებიც მხარს უჭერენ ანტირუსულ პოლიტიკას“ , – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადების არც რუსულ და არც ინგლისურ ვერსიებში კონკრეტული პირები დასახლებული არ არის. CNN-მა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და კონკრეტულ პირთა სია ითხოვა.
CNN-თან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ე.წ. რუსულ “შავ სიაში” შედის “მაღალი დონის ოფიციალური პირები, მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც პირადად არიან პასუხისმგებელნი უკანონო ანტირუსული სანქციების ხელშეწყობაზე და რუსოფობიური განწყობების გაღვივებაზე.”