რუსეთმა გაზეთი Bild-ის ვებგვერდზე წვდომა დაბლოკა

პუბლიკა

CNN გამოცემა „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა დაბლოკა გერმანული გაზეთის Bild-ის ვებ-გვერდზე წვდომა.

გადაწყვეტილების მიზეზი არ დასახელებულა.

გამოცემის ცნობით, ვებგვერდის შეზღუდვა გენერალური პროკურატურის მოთხოვნით მოხდა, რომელიც რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა, როსკომნადზორმა შეასრულა.

CNN-ისთვის გაგზავნილ განცხადებაში, გაზეთის მთავარი რედაქტორი იოჰან ბოი ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის სავარაუდო მიზეზად გაზეთის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის ობიექტურად გაშუქებას ასახელებს.

„მათი გადაწყვეტილება გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, რომ რუსეთის მოქალაქეებს მივცეთ კიდევ მეტი შესაძლებლობა, მოიძიონ ახალი ამბები და ფაქტები რუსული მთავრობის პროპაგანდის მიღმა.“